მეი ტელეფონით დაუკავშირდა რუჰანის

“ინგლისი ერთგული დარჩება ბირთვული შეთანხმებისადმი“

970189
მეი ტელეფონით დაუკავშირდა რუჰანის

 

ინგლისის პრემიერი ტერეზა მეი ტელეფონით დაუკავშირდა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის და საუბრის დროს მეიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა ერთგული დარჩება 2015 წელს, ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებისადმი  და გააგრძელებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

გარდა ამისა მეიმ რუჰანის მოსთხოვა იმ ინგლისელი მოქალაქეების განთავისუფლებისათვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც სასჯელს იხდიან ირანის საპატიმროებში.

ინგლისის სამაუწყებლო ორგანოს, BBC-ის ცნობით ირანის საპატიმროებში დღესდღეობით სასჯელს იხდის 30-მდე ინგლისელი მოქალაქე



მსგავსი ინფორმაციები