ასტანაში სირიის საკითხზე კონფერენცია ორმხრივი ტექნიკური შეხვედრებით დაიწყო

ასტანაში სირიის საკითხზე მიმდინარე მე-9 კონფერენცია, გარანტორ ქვეყნებს შორის ორმხრივი ტექნიკური შეხვედრებით დაიწყო

970184
ასტანაში სირიის საკითხზე კონფერენცია ორმხრივი ტექნიკური შეხვედრებით დაიწყო

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სირიის საკითხზე მიმდინარე მე-9 კონფერენცია, გარანტორ ქვეყნებს შორის ორმხრივი ტექნიკური შეხვედრებით დაიწყო.   

შეხვედრებზე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები არ მონაწილეობს, დეესკალაციის ზონებში არსებულ ბოლო მდგომარეობას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობას და დაკავებულთა გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.

ასტანის სირიის საკითხზე მე-9 კონფერენცია რუსეთსა და ირანს შორის ორმხრივი მოლაპარაკებებით დაიწყო.

რუსეთის დელეგაციას, სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის სირიის სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლავრენტიევი, ირანის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰუსეინ ჯაბირი ენსარი ხელმძღვანელობენ.  

თურქეთის დელეგაციის თავმჯდომარე კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის მოადგილე სედათ ონაილია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სირიის სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა შეხვედრებში მონაწილეობას შუა დღის შემდეგ მიიღებს და სავარაუდოდ იგი მოლაპარაკებებზე იორდანიის დამკვირვებელი იქნება.  


საკვანძო სიტყვები: #ასტანა , #სირია , #კონფერენცია

მსგავსი ინფორმაციები