იორდანიაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები ჩატარდა
იორდანიაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები ჩატარდა
969137
იორდანიის, სუვეიმეს რეგიონში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, პალესტინის მხარდამჭერი აქციები ჩატარდა, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქცია პალესტინელების მხრიდან 30 მარტს დაწყებული, „დიდი დაბრუნების მარში“-ს მხარდასაჭერად გაიმართა. აქციის მონაწილეები „ოკუპანტს არ შეუძლია ლეგიტიმური იყოს“, „ემიგრაციაში ვართ მაგრამ, უნდა დავბრუნდეთ’’, „ჩვენი სისხლი და სული შენ გეკუთვნის პალესტინა„ წარწერებიანი ტრანსფარანტებით გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებმა ასევე, აშშ-ს მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებაც გააპროტესტეს.