ტრამპის თქმით აშშ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გადის

ტრამპის თქმით აშშ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გადის

966772
ტრამპის თქმით აშშ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გადის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გადის.

ტრამპმა თეთრ სახლში გამრთულ პრესკონფერენციაზე პირველ რიგში ირანის ხელისუფლების მიმართ ბრალდებებზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით, ირანი ტერორგანიზაციებს ეხმარება და დასძინა: "ირანი ტერორის სახელმწიფო სპონსორია. ამისათვის საკუთარი ხალხის სიმდიდრე გამოიყენა. ირანი ჰეზბოლას, ჰამასის, თალიბანის და ალ ქაიდას მხარდამჭერია."

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ირანთან ბირთვულმა შეთანხმებამ ამ ქვეყნის მიერ ურანის გამდიდრება უზრუნველყო და დაამატა: "შეთანხმება სამარცხვინოა. ეს ცალმხრივი შეთანხმებაა. თუ ნებას დავრთავ ბირთვულ შეთანხმებას, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღება მოხდება. ამ შეთანხმებამ ხელი ვერ შეუშალა ირანის მიზნებს რეგიონში. ირანის ბირთვულ ბომბს ამ შეთანხმებით ვერ აღვკვეთ."

ტრამპმა შემდეგ კი განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გადის და აშშ ირანს სანქციებს ისევ დაუწესებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ სათანადო ქვეყნებთან „ირანის ბირთვული საფრთხის“ წინააღმდეგ ახალ შეთანხმებაზე შეუძლია იმუშაოს.

ბირთვული შეთანხმება ირანსა და P5+1 ქვეყნებს (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია ) შორის 2015 წელში გაფორმდა.

ამ ქვეყნებმა ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ზოგიერთი ეკონომიკური სანქციის გაუქმებაზე თანხმობა განაცხადეს.

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ კი მსოფლიოს ყურადღების საგანი თეირანის საპასუხო ნაბიჯები გახდა.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ აშშ შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში ინანებს.

ირანის მეჯლისის ბირთვული კომიტეტის თავმჯდომარემ მუჯტება ზუნურმა კი აღნიშნა, რომ აშშ-ის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში თეირანი იმდენ ურანს გაამდიდრებს, რამდენიც სჭირდება.

გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში კი ნათქვამია: „ტრამპის შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში ისედაც ძალზედ სუსტი აშშ-ირანის დიალოგი შესაძლოა სრულიად გაწყდეს და მთლიანად მოისპობა დაახლოებისა და შეთანხმების შესაძლებლობა.“


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები