ტრამპი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ირანსა და P5 + 1 ქვეყნებს შორის ხსენებული ბირთვული შეთანხმება 2015 წლის ივლისში იქნა გაფორმებული.

965994
ტრამპი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი,  ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს  გამოაცხადებს. ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ განცხადება გაავრცელა. „ირანთან ბირთვულ შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს ჩვენი დროით 14:00 საათზე თეთრ სახლში გამოვაცხადებ“, ნათქვამია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტრამპი წინა საარჩევნო პერიოდში ხშირად აცხადებდა, რომ ეს ყველაზე ცუდი  შეთანხმებაა,  აშშ-სა  ირანს შორის რა, ბირთვული შეთანხმებისგან გამოსვლასაც აცხადებდა.  ირანსა და P 5 + 1 ქვეყნებს შორის (ბრიტანეთი, აშშ-ი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია) ხსენებული ბირთვული შეთანხმება 2015 წლის ივლისში იქნა გაფორმებული.



მსგავსი ინფორმაციები