გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ ბირთვულ გარიგებას

ამის შესახებ თვით მინისტრებმა განაცხადეს

966275
გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ ბირთვულ გარიგებას

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თავისი ფრანგი კოლეგა ჟან ივე დრიანი მიიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს, რომელზედაც აღნიშნეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის მიუხედავად, რომ იგი გავა ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან, გერმანია და საფრანგეთი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ერთგულნი დარჩებიან.

მაასის მტკიცებით თუ ირანთან 2015 წელს ხელმოწერილ ბირთვული გარიგებაზე უარს იტყვიან, მაშინ, ახალ წარუმატებლობებს დაედება სათავე და მსოფლიო კვლავ 2013 წლამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, რაც არავისთვის არ იქნება მომგებიანი და სასარგებლო.

მისივე აზრით, 2015 წლის აქეთ, ე.ი. თეირანთან ხელმოწერილი ამ შეთანხმებით მსოფლიო კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა, ხოლო ამ  გარიგების ალტერნატივა ჯერ ჯერობით არ გააჩნიათ და ამიტომ აუცილებლად უნდა დაიცვან ეს ხელშეკრულება.

ფრანგი დიპლომატის განცხადებით კი, ეს შეთანხმება სწორი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა არ აწარმოოს ბირთვული იარაღი და ამიტომ მისი დაცვა ამერიკისგან დამოუკიდებლად უნდა გააგრძელონ



მსგავსი ინფორმაციები