ტრამპმა ნიგერიელი კოლეგა მიიღო
“ირანთან ბირთვული გარიგების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას 12 მაისს გამოვაცხადებ“

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ნიგერიელ კოლეგა მუჰამმედ ბუჰარის და შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც შეეხო რა ირან- დასავლეთს შორის ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას, თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ბირთვული გარიგების გაგრძელების თაობაზე 12 მაისს გამოაცხადებს.
მისივე თქმით, ეს ძალიან ცუდი გარიგება იყო შეერთებული შტატებისთვის და ამიტომ შეთანხმების ხელმოწერას მრავალმა ამერიკელმა არ დაუჭირა მხარი.
“ჩვენ მთლიანად არ ვუხურავთ კარებს ირანთან ახალი ბირთვული გარიგების ხელმოწერას, თუმცა, თუ ამ შეთანხმებიდან გავალთ, იგი უარყოფითად არ იმოქმედებს ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებზე“, განაცხადა ტრამპმა.
მანვე ას პროცენტიანი სიმართლე უწოდა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან რამდენიმე დღის წინ ტელ ავივში, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
ტრამპმა ქებით მოიხსენია ნიგერიასთან არსებული ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ახლოს და მჭიდროდ ითანამშრომლებენ მასთან ანტიტერორისტულ ბრძოლაში და ეკონომიკურ სფეროში.
ნიგერია ამ უახლოეს ხანებში აშშ-სგან 600 მილიონი დოლარის იარაღს იყიდის, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენებსაც, ხოლო ამის პარალელურად ვაშინგტონი გააგრძელებს მუშაობას ნიგერიასთან ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორებიც არიან DEAŞ-ი და Boko Haram-ი