მოგერინის განცხადებით ირანი ბირთვულ გარიგებას იცავს
იგი არ ეთანხმება ტელ ავივის ბრალდებას

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, თითქოსდა "ირანი ბირთვულ გარიგებას არ იცავს".
მოგერინიმ, წერილობით გავრცელებულ განცხადებაში შეფასება მისცა რა ისრაელის დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, თითქოსდა ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას ცდილობდეს, თქვა, რომ საჭიროა ამ ინფორმაციის დეტალური და საფუძვლიანი შესწავლა.
მოგერინის განცხადებითვე, ირანის ბირთვული ვალდებულებების გამკონტროლებელი ერთადერთი ორგანო არის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო და ამ უკანასკნელის მხრიდან გამოქვეყნებული 10 ანგარიში ადასტურებს, რომ ირანი ასრულებს და პასუხისმგებლობით ეკიდება დასავლეთთან ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებების შესრულებას