მეიმ, მაკრონმა და მერკელმა ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხზე ისაუბრეს

ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ „ბირთვულ იარაღიანი ირანის საფრთხის ნეიტრალიზაციისთვის საუკეთესო გზა“ არსებული შეთანხმების დაცვაა

960935
მეიმ, მაკრონმა და მერკელმა ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხზე ისაუბრეს

ინგლისის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ტელეფონით „ირანთან ბირთვული შეთანხმების“ საკითხზე ესაუბრა.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ „ბირთვულ იარაღიანი ირანის საფრთხის ნეიტრალიზაციისთვის საუკეთესო გზა“ არსებული შეთანხმების დაცვაა.

სამი ლიდერი შეთანხმდა, რომ ბირთვული შეთანხმება ბალისტიკური რაკეტების, შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდსა და ირანის რეგიონში დესტრუქციული ქმედებების მსგავს მნიშვნელოვან ელემენტებს არ შეიცვას და ეს პრობლემები შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა იქნას განხილული.

ლიდერებმა აღიარეს ერთობლივი სამოქმედო გეგმის JCPOA-ს დაცვის მნიშვნელობა და აიღეს ვალდებულება, რომ ირანის მიერ წარმოქმნილ რიგ პრობლემებს ერთმანეთთან და აშშ-თან ახლო თანამშრომლობით გადასაჭრელად იმუშავებენ.

ერთობლივი სამოქმედო გეგმა JCPOA, ირანსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს აშშ-ს, ინგლისს, საფრანგეთს, რუსეთს, ჩინეთს და გერმანიას შორის ორ წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ 2015 წლის 14 ივლისს ვენაში გაფორმდა. შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული საქმიანობის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლისათვის გახსნას და სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, 2016 წლის 16 იანვარს შევიდა ძალაში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებაში საჭიროა შესწორება შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქვეყანა შეთახმებიდან გავა. ირანი კი შეთანხმების განახლების წინააღმდეგია.



მსგავსი ინფორმაციები