ისტორიული შეხვედრა პანჟიმონში

ფხენიან-სეულის ურთიერთობებში დათბობა დაიწყო

959654
ისტორიული შეხვედრა პანჟიმონში

 

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს, კიმ იონგ უნსა და მოონ ჯე ინს შორის პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართა სამხრეთ კორეის სასაზღვრო ქალაქ პანმინჟონში.

შეხვედრის ჟურნალისტებისათვის გამართულ ღია ნაწილში, რომელიც დაგეგმილზე 15 წუთით ადრე დაიწყო, კიმმა განაცხადა, რომ შეხვედრის დაწყების კვალდაკვალ ახალი ერა და ახალი ისტორია იწყება ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ამით საძირკველი ეყრება სამშვიდობო პროცესს.

მოონმა კი განაცხადა, რომ ღია, გამჭვირვალე და პატიოსან საუბარს ელის და იმედიანად არის განწყობილი ამ სამიტისადმი. მათვე ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს მიწვევისთვის და ერთმანეთთან შეხვედრაზე თანხმობის განცხადებისთვის.  

შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, კიმი შავ ლიმუზინში ჩაჯდა და პანმინჟონის ჩრდილოეთ ნაწილში გადავიდა, შუადღის შემდეგ კი უკან დაბრუნდა და მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ამის პარალელურად კორეის ლიდერებმა, ორივე ქვეყნიდან მოტანილ მიწებში ფიჭვის ნერგები ჩარგეს და იმ ბარელიეფს, რომელსაც ამ დარგულ ხეებს მიაკრავენ, ეწერება: “აქ მშვიდობას და კეთილდღეობას ვრგავთ“.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კიმს და მოონს პრესისათვის რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ, ერთად გაისეირნეს ღია ბუნებაში და აქ გააგრძელეს საუბარი. დღეს საღამოს ეს ისტორიული შეხვედრა ვახშმით დასრულდება



მსგავსი ინფორმაციები