პოლიციის მიკრო ავტობუსზე თავდასხმა განხორციელდა

დაიღუპა 5, დაიჭრა პოლიციელი

958101
პოლიციის მიკრო ავტობუსზე თავდასხმა განხორციელდა

 

პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ავღანეთის მოსაზღვრე ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ კუეტტას აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა პოლიციის მიკრო ავტობუსზე, რის შედეგადაც ხუთი პოლიციელი დაიღუპა და შვიდი კი დაიჭრა. ამავე განცხადებით, კუეტტას მახლობელ მიან გუნდის რეგიონში კი, უსაფრთხოების ძალებმა ორი ტერორისტი გაანეიტრალეს, რადგან ისინი სასაზღვრო პუნქტზე თვითმკვლელური თავდასხმისათვის ემზადებოდნენ.  ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში, კუეტტაში გახშირდა თავდასხმები ადგილობრივ ქრისტიანებზე და მესაზღვრეებზე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გავრცელებულ მესიჯში მკაცრად დაგმო კუეტტაში განხორციელებული ეს ვერაგული თავდასხმა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა



მსგავსი ინფორმაციები