მაკრონი ვაშინგტონს ეწვევა

ვიზიტი სამ დღიანი იქნება

956999
მაკრონი ვაშინგტონს ეწვევა

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონს 23-26 აპრილს ეწვევა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება რა, ძირითად ყურადღებას სირიაში მიმდინარე მოვლენებს, სირიის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საგზაო რუკას, ირანთან 2015 წელს ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას და აშშ-ს, საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსოლიდაციის საკითხებს დაუთმობენ.

გამგზავრების წინ მაკრონმა ინტერვიუ მისცა Fox News-ის ტელეარხს და თქვა, რომ თუ, ამერიკა თავის ჯარს გაიყვანს სირიიდან, მაშინ, ეს ქვეყანა ესადის რეჟიმს და მის მომხრე ირანს დარჩება, ამიტომაც ვაშინგტონს მოუწოდა, არ გაიყვანოს ჯარები სირიიდან.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ DEAŞ-ის დამარცხების შემდეგ, აშშ, საფრანგეთი და სხვა მოკავშირეები სირიის აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.

ვიზიტის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის ასევე, ამერიკის მხრიდან ევროკავშირის მიმართ ალუმინისა და ფოლადის ნაწარმების იმპორტზე  საბაჟო გადასახადების გაუქმება იქნება



მსგავსი ინფორმაციები