ამერიკელმა თურქებმა სომხური ბრალდებები გააპროტესტეს

აქციაში მონაწილეობა მიიღო ამერიკაში მოქმედმა 155-მა საზოგადოებამ

956993
ამერიკელმა თურქებმა სომხური ბრალდებები გააპროტესტეს

 

აშშ-ში მოქმედმა 155-მა თურქულმა საზოგადოებამ და ასოციაციამ, რომლებიც გაერთიანებული არიან თურქეთ-ამერიკის ეროვნული საორგანიზაციო კომიტეტის ჭერქვეშ, უსაფუძვლო სომხური ბრალდებების გასაპროტესტებლად აქცია გამართეს ნიუ ორკის გენერალური საკონსულოს წინ და ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე მრავალმა აზერბაიჯანულმა და თურქი მესხების საზოგადოებებმაც.

აქციაზე წაკითხულ იქნა ტექსტი, რომელიც სრულიად აქარწყლებს 1915 წლის სომხურ ბრალდებებს გენოციდის თაობაზე და აქედან გამომდინარე ეს ტექსტი მიზნად ისახავს აშშ-ს საზოგადოების ინფორმირებას ამ თემაზე და მათთვის ისტორიული სინამდვილის დამამტკიცებელი ფაქტების მიწოდებას.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ათეულობით წლებია რაც სომხები ამ უსაფუძვლო ბრალდებებით სპეკულირებენ და ატყუებენ მსოფლიოს საზოგადოებას, რადგან, როცა ანკარა ამ ბრალდების გამომკვლევი საერთაშორისო კომისიის შექმნას ითხოვს, ერევანი უარს ამბობს იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჭეშმარიტება გამოვლინდება



მსგავსი ინფორმაციები