თავდასხმა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე

დაიღუპა 4 კაცი

955762
თავდასხმა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე

 

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერ, ბრიგადის გენერალ მანსურ ეტ თურქის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში მდებარე ელ მაჯარიდის და ბარიქის პროვინციების დამაკავშირებელ გზაზე მოქმედ საკონტროლო გამშვებ პუნქტს გუშინ, შუადღისას თავს დაესხნენ უცნობი შეიარაღებული პირები, რის შედეგადაც 4 კაცი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი, ამდენივე კი დაიჭრა. ამავე განცხადებით, საუდის არაბეთის ძალოვანებმა 2 თავდამსხმელის განეიტრალება მოახდინეს, ხოლო ერთმა კი გაქცევა მოახერხა და მისი დაკავების მიზნით დაწყებული სპეცოპერაციის დროს მისი ლიკვიდირება მოახდინეს.



მსგავსი ინფორმაციები