ბექირ ბოზდაღმა ევროკომისიის ანგარიში შეაფასა

ბექირ ბოზდაღმა ევროკომისიის ანგარიში შეაფასა

953754
ბექირ ბოზდაღმა ევროკომისიის ანგარიში შეაფასა

თურქეთის ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა ევროკომისიის მხრიდან თურქეთის შესახებ მომზადებული ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთის მიმართ ობიექტური, თანაბარი და სამართლიანი არასდროს ყოფილა. მან ამ საკითხთა დაკავშირებით გაკეთებული შეფასების დროს ასევე დასძინა, რომ მიუხედავად ევროკავშირის უსამართლო პოლიტიკისა,   თურქეთი, ევროკავშირში  სრულუფლებიან წევრობისთვის იბრძვის.  მისივე თქმით ამის ნათლი მაგალითი გახსნილი ქვეთავების არ დახურვაა. „ევროკავშირისგან დაშორებული თურქეთი კი არ არის, არამედ ევროკავშირის, თურქეთის სრულუფლებიანი წევრობისათვის არაობიექტურობა და არა სამართლიანობაა. თუ მათ,  ჩვენი წევრობა არ სურთ, მაშინ პირდაპირ უნდა განაცხადონ. თურქეთის შესახებ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითში აცხადებენ, რომ  „თავდაცვისუნარიანობის უფლება“ გააჩნიათო, მაგრამ შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის  საწინააღმდეგო პოზიციებს იჭერენ. ეს კი ჩვენთვის ნამდვილად მიუღებელია. თურქეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მტკიცედ აგრძელებს და ასე იქნება მომავალშიც“, განაცხადა ბექირ ბოზდაღმა.



მსგავსი ინფორმაციები