ეგზიტპოლების მონაცემებით მონტენეგროს ახალი პრეზიდენტი ჯუკანოვიჩი გახდა

ეგზიტპოლების მონაცემებით მონტენეგროს ახალი პრეზიდენტი ჯუკანოვიჩი გახდა

952164
ეგზიტპოლების მონაცემებით მონტენეგროს ახალი პრეზიდენტი ჯუკანოვიჩი გახდა

მონტენეგროში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, დემოკრატიული სოციალისტური პარტიის ლიდერმა მილო ჯუკანოვიჩმა ხმების 53,8%-ით პირველსავე ტურში გაიმარჯვა. გუშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში 7 კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის ერთი ქალი. მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისიის განცხადებით ხმების 90,50%-ი უკვე დათვლილია. მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა მლადენ ბოიანიჩმა, რომელსაც მხარს რამდენიმე ოპოზიციური პარტია უჭირდა, ხმების 33,3% მიიღო. არა ოფიციალური მონაცემებით ხმების 53,8%-ის მიღებით ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ჯუკანოვიჩმა დედაქალაქ,  პოდგორიცაში პარტიის შტაბბინიდან ამომრჩევლებს მიმართა და ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა. დასავლური პოლიტიკის მომხრე ჯუკანოვიჩმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ 2020 წლისთვის მათი ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. იგი ადრე 6-ჯერ მონტენეგროს პრემიერმინისტრი, ერთხელ  1997-2003 წლებში პრეზიდენტი იყო,  ახლა კი  უკვე მეორედ დაიკავა ეს თანამდებობა.  



მსგავსი ინფორმაციები