აშშ-ი ჯერ ჯერობით არ აპირებს სირიიდან გასვლას
ჰეილიმ გასვლისათვის სამი პირობა გამოაცხადა
952123

აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ, CBS-ის ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს ჯარების სირიიდან გაყვანის შესახებ სამი პირობა გამოაცხადა.
"სირიაში სანამ სამ წარმატებას არ მივაღწევთ, მანამდის არ დავტოვებთ ამ ქვეყანას. ეს სამი პირობაა: ქიმიური იარაღის გამოყენების მთლიანი მოსპობა, DEAŞ-ს სრული განადგურება და დარწმუნება იმაში, რომ რეგიონში ირანი აღარ წარმოადგენს დომინანტ სახელმწიფოს“.
მისივე თქმით, აშშ-ს ადმინისტრაცია ახლანდელ პირობებში კატეგორიულად არ მიუჯდება სირიის რეჟიმთან მოლაპარაკებების მაგიდას.