დღეს მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნებია
დღეს მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნებია

ბალკანეთის ქვეყნებიდან, მონტენეგროში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით დილით 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. მონტენეგროს პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ერთი ქალია. მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელში ერთხელ იმართება. დღეს ჩატარებულ არჩევნებში 50%-იან ბარიერს თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, მაშინ მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმის მიმღები ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 14 დღის შემდეგ უნდა გაიმართოს. მონტენეგროში 2003, 2008 და 2013 წელში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ფილიპ ვუიანოვიჩმა გაიმარჯვა. მას საპრეზიდენტო მოვალეობა 20 მაისს ეწურება.
მსგავსი ინფორმაციები

რომის პაპი იმედს გამოთქვამს, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა გახანგრძლივდება
რომის პაპი იმედს გამოთქვამს, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა გახანგრძლივდება