რუსეთი უარყოფითი რეაქციით შეხვდა სირიაზე თავდასხმას

“ეს არის სუვერენულ სახელმწიფოზე განხორციელებული აგრესია“

951149
რუსეთი უარყოფითი რეაქციით შეხვდა სირიაზე თავდასხმას

 

რუსეთი, აშშ-ს, ბრიტანეთის და საფრანგეთის სირიაზე თავდასხმას მკაცრი უარყოფითი რეაქციით შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა მარია ზახაროვამ სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა:  "სირიელი ხალხის წინააღმდეგ ჯერ არაბული გაზაფხული გამოიყენეს, შემდეგ DEAŞ-ი და ახლა კი ამერიკის გონიერი რაკეტები. წლების განმავლობაში ტერორისტული თავდასხმების ქვეშ ფეხზე დგომის მცდელობის გამომჩენ  სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე იერიში განხორციელდა და ეს მაშინ ხდება, როცა სირია ძალიან ახლოს მიუახლოვდა მშვიდობიან მომავალს".

ასეთივე მკაცრი შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმას თავდაცვის კომეტეტის თავჯდომარე ალექსანდრე შერინმა: "აშშ-ი, სირიაზე თავდასხმით არღვევს ყველა საერთაშორისო კანონს და რუსეთი ამ თავდასხმას სუვერენულ სახელმწიფოზე აგრესიად მიიჩნევს. აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი არ არის მხოლოდ მსოფლიო დონის კრიმინალი, არამედ მეორე ადოლფ ჰიტლერია, რომელმაც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი გამოცხადა".

რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა კი განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ თავდასხმები უპასუხოდ არ იქნება დატოვებული. “ჩვენი ყველაზე ცუდი შეშფოთება განხორციელდა, ჩვენი გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული და წინასწარ შემუშავებული სცენარი გახორციელდა, ჩვენ ადრეც გავაფრთხილეთ, რომ ასეთი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, მის შედეგებზე კი ვაშინგტონი, ლონდონი და პარიზი არიან პასუხისმგებელნი, რუსეთის სახელმწიფო მეთაურის ღირსების შელახვა ჩვენთვის მიუღებელია“, ხაზი გაუსვა ანტონოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით სირიაში მოქმედ რუსულ ბაზებზე რაიმე თავდასხმა არ განხორციელებულა და მოკავშირეებმა სირიაში მიზანში ამოიღეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ამავე განცხადებით, სირიის საჰაერო სისტემით მოკავშირეების რამდენიმე რაკეტა იქნა ჩამოგდებული



მსგავსი ინფორმაციები