ტრამპი ამჯერად მეის ესაუბრა ტელეფონით

განიხილეს სირიის ხელისუფლების დასჯის საკითხი

950442
ტრამპი ამჯერად მეის ესაუბრა ტელეფონით

 

თეთრი სახლის მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, მორიგი სატელეფონო საუბარი შესდგა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შორის და ამ სატელეფონო საუბრის დროს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს რა, ორმა ლიდერმა სირიის ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ერთობლივი პასუხის გაცემის მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.

თეთრის სახლის პრეს სპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ წუხელ, ტრამპის თავჯდომარეობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება გაიმართა და სირიის საკითხი განიხილეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

მისივე თქმით, ამ შეკრების დასრულების კვალდაკვალ, ტრამპი ტელეფონით ცალ ცალკე ესაუბრა ჯერ ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს, შემდეგ კი ინგლისის პრემიერ ტერეზა მეის.

აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინწინ განაცხადა, რომ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო პასუხებზე ეროვნული უსაფრთხოების შეკრებაზე იმსჯელებენ და იქ მიიღებენ სირიის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებას



მსგავსი ინფორმაციები