ტრამპი: „მოემზადე რაკეტები მოდიან“

ტრამპი: „მოემზადე რაკეტები მოდიან“

949074
ტრამპი:  „მოემზადე რაკეტები მოდიან“

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა,  რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ გაშვებულ რაკეტებს ჩამოაგდებს სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით უპასუხა და განაცხადა: „რუსეთი აცხადებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ  ამერიკულ  რაკეტას ჩამოაგდებს. მაშინ მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები მოდის - თანაც მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო საკუთარი ხალხის მკვლელობით სიამოვნების მიმღები ცხოველის პარტნიორი“.  ასადის რეჟიმმა 7 აპრილს აღმოსავლეთ გუტაში მდებარე დუმას რაიონში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 78 სამოქალაქო დაიღუპა. ამ ფაქტის შემდეგ,  აშშ-მ,  გაეროს უშიშროების საბჭოს მასიური მკვლელობების განმხორციელებელი იარაღის გამოყენების შესახებ კვლევების ჩამტარებელი კომისიის შექმნა შესთავაზა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებული ვეტოთი დაიბლოკა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ტრამპი , #რუსეთი , #რაკეტები , #Twitter , #სირია

მსგავსი ინფორმაციები