კამერუნში ნავი ჩაიძირა
6 კაცი დაიღუპა, 2 დაკარგულია
949039

აფრიკის სახელმწიფო კამერუნის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მდინარე მბამბალანგაში ნავის ჩაძირვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ნიგერიაში შეძენილი სავაჭრო საქონლის კამერუნში გადამზიდავი ნავი გადატვირთული სიმძიმისა და ძლიერი ქარიშხლის გამო ჩაიძირა. ზოგიერთი ინფორმაციით, ნავის ჩაძირვის დროს 6 კაცი დაიღუპა, ხოლო 2 კაცი კი დაკარგულად არის გამოცხადებული