ტრამპმა და მაკრონმა აღმოსავლეთ გუტას საკითხზე სატელეფონო საუბრი გამაართეს

ორივე ქვეყნის ლიდერმა ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მითითება გასცეს

947216
ტრამპმა და მაკრონმა აღმოსავლეთ გუტას საკითხზე სატელეფონო საუბრი გამაართეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უფლებამოსილებს სირიის რეგიონ დუმაში შაბათს მომხდარ ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მითითება მისცეს.  

დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს, დაგმეს სირიაში მომხდარი ქიმიური შეტევა, 48 საათში კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს და თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიების დაჩქარებისათვის უფლებამოსილებს მითითება მისცეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, მაკრონმა და ტრამპმა სირიის საკითხის განსახილველად სატელეფონო საუბარი გამართეს.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა „7 აპრილს აღმოსავლეთ გუტაში ხალხის წინააღმდეგ მომხდარი ქიმიური შეტევა უმკაცრესად დაგმო.“

მაკრონმა და ტრამპმა ხელთ არსებული ქიმიური შეტევის დამადასტურებელი ანალიზები და დოკუმენტები ერთმანეთს გაუზიარეს და „თავიანთ ჯგუფებს მომდევნო დღეებში ინფორმაციების და ანალიზების გაცვლის გაზრდის თაობაზე მითითება მისცეს.“

ლიდერებმა დღეს გასამართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოზე ნომერ 2401 გადაწყვეტილების დარღვევისა და განმეორებით ქიმიური იარაღის გამოყენების დაგმობის მიზნით ორი ქვეყნის ინიციატივის და მოქმედებების კოორდინირებულად გაგრძელების, 48 საათში კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის გამართვის და მასშტაბური ფორმით კონტაქტის გადაწყვეტილება მიიღეს.



მსგავსი ინფორმაციები