„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ისრაელის ქმედებებს მკაცრად გმობენ

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ისრაელის ქმედებებს მკაცრად გმობენ

946878
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ისრაელის ქმედებებს მკაცრად გმობენ

ორგანიზაცია,  „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) პალესტინელი ჟურნალისტის,  იასირ მურთეჯას მოვალეობის შესრულების დროს ისრაელის სამხედროების მხრიდან მკვლელობას გმობენ. RSF-მ ორი დღის წინ, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ღაზაში, „დიდი დაბრუნების მარში“ სახელწოდების საპროტესტო აქციის გამშუქებელ მურთეჯას მკვლელობასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა. „ისრაელის მხრიდან მრავალი სამოქალაქოს და ჟურნალისტის მკვლელობას სასტიკად ვგმობთ რა, ფაქტის დამოუკიდებლად გამოძიებას მოვითხოვთ. დიდი დაბრუნების მარშის სახელწოდების აქციის დროს  კიდევ ექვსი პალესტინელი ჟურნალისტი დაშავდა“. ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.  ისრაელის არმიამ კი საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი სამიზნე ჟურნალისტები არ არიან. 30 მარტს დაწყებული დიდი დაბრუნების მარშის დემონსტრაციებიდან დღემდე, ისრაელის სამხედროებმა 31 პალესტინელი მოკლა.



მსგავსი ინფორმაციები