დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიონი ამომრჩეველია

946735
დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს დაახლოებით 9,7 მილიონიან უნგრეთში, 8 მილიონი ამომრჩეველი 199 დეპუტატს ირჩევს.  საპარლამენტო არჩევნებში 23 პარტია და 1500 რეგიონალური კანდიდატი მონაწილეობს. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გამარჯვებას მოქმედი პრემიერის ვიქტორ ორბანის  პარტია „ფიდესი“  და ქრისტიან-დემოკრატიული ხალხის პარტია  მოიპოვებს. მათ ამომრჩეველთა 45% უჭერს მხარს.  2014 წელს გამართულ არჩევნებში მესამე ადგილზე გასულ პარტია „იობიკს“-ის  კიდევ ოპოზიციაში დარჩენას უწინასწარმეტყველებენ რადგან გამოკითხულთა რაოდენობის მიხედვით მას 20%-ი უჭერს მხარს. ქვეყანაში წინასაარჩევნოდ მთავარი განსახილველი თემა მიგრანტები და ისლამი გახლდათ, მაშინ როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 0,2%-ს შეადგენს მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა. პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და სხვა პოლიტიკოსები ევროკავშირის მიგრანტებისაგან გავსებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ასევე აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ეკლესიები დახურეს და ნაცვლად მეჩეთების გახსნა გაახშირეს, რაც მათი აზრით ქრისტიანული ღირებულებების შელახვაა.



მსგავსი ინფორმაციები