შინზო აბე ამერიკას 17-20 აპრილს ეწვევა

იგი ტრამპს ფხენიანთან შუამავლობას მოსთხოვს

942670
შინზო აბე ამერიკას 17-20 აპრილს ეწვევა

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ 17-20 აპრილს ის  აშშ-ს ეწვევა და შეხვდება დონალდ ტრამპს.

მისივე თქმით, იგი ტრამპს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ-უნთან მაისის შეხვედრაზე, თავის დროზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გატაცებული იაპონელი მოქალაქეების დაბრუნების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მოსთხოვს.

მანამდის კი,  როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის ლიდერები 27 აპრილს შეხვედრას გამართავენ, თუმცა, ტრამპისა და კიმ იონგ-უნის შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი დაკონკრეტებული არ არის.

კიმმა პირველი უცხოური ვიზიტი გასულ კვირას პეკინში გამართა და ამ ქვეყნის ლიდერ ში ძიანპინგს შეხვდა.

გუშინ, 10 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწვივნენ ფხენიანს სამხრეთ კორეული პოპ და როკ მუსიკოსები, რომელთა კონცერტს თვით კიმიც დაესწრო



მსგავსი ინფორმაციები