რა ხდება ღაზის სექტორში?
რა ხდება ღაზის სექტორში?
ისრაელის მხრიდან გასული კვირის პარასკევ დღეს, ღაზას სექტორში სისხლის დაღვრის შემდეგ პალესტინელებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის კვალდაკვალ ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში და იორდანეს დასავლეთ ნაწილში კიდევ 13 პალესტინელი დაჭრეს. ღაზის სექტორის მოსახლეობამ კი ისრაელის სამხედროების მიერ პარასკევ დღეს მოკლული 17 პალესტინელი დაკრძალეს. ბოლო წლებში ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური მკვლელობების შემდეგ პალესტინელები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ რა, ისრაელის ქმედებები გააპროტესტეს. მეორეს მხრივ პალესტინაში გუშინ გლოვის დღე იყო გამოცხადებული. პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბბასმა, გაეროს უშიშროების საბჭოს პალესტინის მოსახლეობის დასაცავად დროულად მოქმედებებისკენ მოუწოდა. ქუვეითის მოთხოვნით საგანგებოდ შეკრებილმა გაეროს უშიშროების საბჭომ, ისრაელის დამგმობი განცხადებაც კი არ გაავრცელა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა კი მომხდარის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ გამოძიების მოწოდება გააკეთა. არაბულმა ლიგამ კი ისრაელის სამხედროების პალესტინელების მიმართ განხორციელებული ქმედებები დაგმო. ისრაელის ჯარისკაცებმა პარასკევ დღეს ღაზის სექტორში სნაიპერებით და უპილოტო საფრენი აპარატებით პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაღუპულებთან ერთად ასობით ადამიანი დაშავდა.
მსგავსი ინფორმაციები
საფრანგეთში თავსაბურიანი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია საგრძნობლად იზრდება
საფრანგეთში თავსაბურიანი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია საგრძნობლად იზრდება