დიპლომატების პირველმა ჯგუფმა ვაშინგტონი დატოვა

დიპლომატების პირველმა ჯგუფმა ვაშინგტონი დატოვა

941997
დიპლომატების პირველმა ჯგუფმა ვაშინგტონი  დატოვა

ინგლის-რუსეთს შორის ჯაშუშის კრიზისმა საერთაშორისო მასშტაბის ფორმა მიიღო. რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულიას  მოწამვლის საქმის შემდეგ მხარეებს შორის დაპირისპირება დიპლომატიური გზით გრძელდება. რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას ყოველდღიურად ახალი ქვეყანა შეემატა. 20-ზე მეტმა ქვეყანამ 130-ზე მეტი რუსი დიპლომატის საკუთარი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.  აშშ-ს მიერ 60 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილების შემდეგ პირველმა ჯგუფმა ოჯახებთან ერთად,  ვაშინგტონი უკვე დატოვეს. მეორეს მხრივ აშშ-ს ქალაქ სიეტლიში რუსეთის საკონსულო უკვე დაიხურა. საკონსულოში მომუშავე პერსონალს კი ქვეყნის დატოვებისათვის ბოლო დღე ხვალ ეწურებათ. მსოფლიოს მიერ რუსეთისადმი ამდაგვარ ნაბიჯებზე უმოქმედოდ არც რუსეთი დარჩენილა და საპასუხო ნაბიჯებს დგამს. რუსეთმა 60 ამერიკელი, მთლიანობაში კი 150-ზე მეტი უცხო ქვეყნის დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ყველაფერი 4 მარტს ინგლისში,   სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულიას  მოწამვლის საქმის შემდეგ დაიწყო, რა, ეს ფაქტი,  რუსეთსა და დასავლეთს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ კრიზისად აღიქმება.



მსგავსი ინფორმაციები