გაეროს უს საგანგებოდ შეიკრიბა

განიხილეს ისრაელის ძალადობა ღაზის სექტორში

941491
გაეროს უს საგანგებოდ შეიკრიბა

 

ისრაელის ჯარისკაცების მიერ გუშინ, ღაზას სექტორში 17 პალესტინელის მოკვლისა და 1500-მდე კაცის დაჭრის კვალდაკვალ, კუვეიტის მოთხოვნით, სასწრაფოდ შეიკრიბა  გაეროს უშიშროების საბჭო, რომელზედაც ღაზას სექტორში ძალადობის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვეს.  

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის პრეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუტიერესი ღაზის საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს, ხოლო ამის პარალელურად მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის მიზნითაც მზადყოფნას გამოთქვამს.

მიღებული ცნობებით, ამ საგანგებო შეხვედრაზე ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული, რადგან, აშშ-მა და ინგლისმა შეკრებაზე ისრაელის მხარის დაუსწრებლობა მოიმიზეზეს და ერთობლივ განცხადებას არ დაუჭირეს მხარი.

პალესტინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში რიად მანსურმა უარყოფითი რეაქცია გამოხატა ამერიკისა და ინგლისის პოზიციის მიმართ და აღნიშნა, რომ ღაზაში პალესტინელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა უშიშროების საბჭომ არ დაგმო და ვერ შეაჩერა ეს ძალადობა, არ მიიღო პასუხისმგებელი პირების დასჯის გადაწყვეტილება, რის გამოც ისრაელის მხრიდან ოკუპირებულ მიწებზე მცხოვრები პალესტინელები კიდევ ერთხელ იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ არაბულმა ლიგამ, კატარმა, ქუვეითმა და ეგვიპტემ დაგმო ისრაელის ჯარისკაცების ძალადობა



მსგავსი ინფორმაციები