ნიკოლა სარკოზის კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლებენ
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლებენ
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლებენ.
სარკოზის წინააღმდეგ კორუფციის თაობაზე წარმოებულ გამოძიებასთან დაახლოებულ პირთა ინფორმაციით, ყოფილ ლიდერს 2007 წელში საარჩევნო კამპანიის დროს ჩადენილი დარღვევების თაობაზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გავლენის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
2012 წლამდე 5 წლის მანძილზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სარკოზის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარკოზი, რომლის სატელეფონო ჩანაწერებიც საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებების გამო ისმინებოდა, ერთ-ერთი ინფორმატორის ქსელით სასამართლოს აკვირდებოდა.
სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით ბრალდებებიდან პირველია იმ პერიოდის ლიბიის ლიდერის მუამერ კადაფისგან მილიონობით ევროს აღება. კადაფი სარკოზის ლიდერობით დასავლეთის სამხედრო ჩარევით 2011 წელში იქნა მოკლული
მეორე ბრალდება კი არის კოსმეტიკური გიგანტის „ლორეალი“-ს მემკვიდრის ლილიან ბეტენკორტისგან არაკანონიერი ფორმით თანხის აღება. „მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალად“ აღიარებული ბეტენკორტი გასულ წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სარკოზი მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამოძიების ფარგლებში 20 მარტს დააკავეს და სასამართლო ზედამხედველობის პირობით გაათავისუფლეს.
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა