ფილიპინებში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა
დაიღუპა 10, დაშავდა 2 კაცი
931917
ფილიპინებში Piper PA-23 ტიპის კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დედაქალაქ მანილას ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბულაჯანის მახლობელ ერთ დასახლებაში ჩამოვარდა და 10 დაღუპულიდან 5 თვითმფრინავში მყოფებს, ხოლო დანარჩენი 5 კი დაცემის ადგილზე დაღუპულებს წარმოადგენენ.
დაშავებული 2 კაცი კი სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები უცნობია და მას გამოძიება დაადგენს
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა