ირანის საელჩოს დაცვაზე თავდასხმა განხორციელდა

თავდამსხმელი ლიკვიდირებულ იქნა

927729
ირანის საელჩოს დაცვაზე თავდასხმა განხორციელდა

 

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მოქმედ ირანის საელჩოს რეზიდენციის დაცვის თანამშრომელ ჯარისკაცზე, წუხელ,  თავდასხმა განახორციელა დანით შეიარაღებულმა 26 წლის ავსტრიელმა მოქალაქემ, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა მორიგე ჯარისკაცის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად.

ამის შესახებ პრეს კონფერენციაზე განაცხადა ვენის პოლიციის პრეს წარმომადგენელმა ჰერალდ სოროსმა. ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა მაიკლ ბაუერმა კი განაცხადა, რომ მორიგე ჯარისკაცმა თავდამსხმელის შესაჩერებლად ჯერ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, როცა ამითაც ვერ შეაჩერა, იძულებული გახდა მისთვის ცეცხლი გაეხსნა.

ამავე განცხადებით, ამ თავდასხმისას მორიგე ჯარისკაცი დაიჭრა.  

თავდასხმის მიზეზები ჯერ ჯერობით უცნობია



მსგავსი ინფორმაციები