ტრამპ-იონგის შეხვედრა მაისში გაიმართება

აშშ-ი ფხენიანისგან კონკრეტული და ნამდვილი ნაბიჯების გადადგმას ელის

926549
ტრამპ-იონგის შეხვედრა მაისში გაიმართება

 

დონალდ ტრამპის და კიმ იონგის შეხვედრა სულ გვიან მაისის ბოლომდე გაიმართება.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ  დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ-ენს შორის პირისპირი შეხვედრა იმ შემთხვევაში შესდგება, თუ ფხენიანი  დაიცავს შეპირებულ სიტყვებს.

თეთრი სახლის პრეს-ბრიფინგზე, სანდერსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა არ შეასრულებს თავის დაპირებებს, ეს შეხვედრა არ გაიმართება, ამიტომაც ჩრდილოეთ კორეიდან კონკრეტული და ნამდვილი ნაბიჯების გადადგმას ელიან.

როგორც ცნობილია ტრამპმა მიიღო ფხენიანის მიწვევა და სოციალურ ქსელ twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა,  რომ თუ ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმება იქნება მიღწეული, ეს კარგი იქნება მთელი მსოფლიოსათვისაც.

ამ ორი ლიდერის შეხვედრა მაისში შესდგება და ზუსტ თარიღს და ადგილს მოგვიანებით გამოაცხადებენ



მსგავსი ინფორმაციები