გლობალური პერსპექტივა 10

ზომიერი დასავლეთი

924795
გლობალური პერსპექტივა 10

გლობალური პერსპექტივა 9.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

„ზომიერი დასავლეთი“

იმ შემთხვევაში, თუ ისტორიისგან რაღაცებს ვისწავლით მაშინ გავიგებთ რაოდენ მნიშვნელოვანი მეცნიერებაა იგი. მაგრამ სამწუხაროდ მისგან არაფერს ვსწავლობთ. წარსულში მომხდარი უბედურებები და ტკივილები ძალიან სწრაფად გვავიწყდება. 

ახლა კი    თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ველური დასავლეთიდან ზომიერი დასავლეთამდე...

გასული საუკუნის განმავლობაში, დასავლეთმა უფრო მეტი კოლონიალიზმის მიზნით შეიძლება ითქვას, რომ ორი დიდი ომით დიდძალი სისხლი დაღვარა და მრავალ ადამიანს ტკივილი მოუტანა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების სისასტიკის შემდეგ ევროპაში პოლიტიკური ღირებულებებიც შეიცვალა. ევროკავშირი შეიქმნა, რომლის მიზანიც, დემოკრატიის გავრცელება, ადამიანი უფლებების წინა პლანზე წამოყენება და რეგიონში მშვიდობის დამყარება გახლდათ.

მაგრამ დღეისათვის ისევ საფრთხის შემცველი პოლიტიკური ქმედებები ხორციელდება. აშშ-ს, ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის მხრიდან ბოლოს გაკეთებული განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ მხარეები იმისთვის იბრძვიან, ვინ უფრო ადრე დააჭერს ბირთვულ იარაღის ღილაკს ხელს და მოპასუხე მხარეს უფრო ადრე გაანადგურებს.

დასავლეთში  ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება, რწმენის თავისუფლება და განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანების ცხოვრება დღითიდღე უარესდება. ისლამის და მიგრანტების მოწინააღმდეგეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს მხოლოდ გერმანიაში მუსლიმანებზე 950 თავდასხმა განხორციელდა. (http://www.spiegel.de) ერთ წელში 950 თავდასხმა! ერთ რომელიმე აღმოსავლეთის, მუსლიმანურ ან კიდევ ლათინურ ქვეყნებში ამდენი რაოდენობის თავდასხმა ქრისტიანებზე ან ებრაელებზე რომ განხორციელებულიყო, ნეტა მსოფლიოს რეაქცია როგორი იქნებოდა? რა თქმა უნდა მსგავს ქმედებას არავინ ისურვებს. დასავლეთის ქვეყნებში მომხდარი მსგავსი თავდასხმები სხვა ქვეყნებისთვის არასდროს არ უნდა იყოს სამაგალითო. დასავლეთში მუსლიმანებზე თავდასხმები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება. ეს ყველაფერი რადგან დასავლეთში ხდება, ყველა დუმილის უფლებას იყენებს. ევროპაში და აშშ-ში განსხვავებული ცხოვრებით მცხოვრებლებს, საკუთარ თავი  ასე დაუცველად არასდროს უგრძნიათ. მრავალი დასავლური ქვეყანა  მიგრანტებს, უსახლკაროებს და ჩაგრულებს თავშესაფარს ძალიან რთულად აძლევენ. მაგრამ,  FETÖ-ს, PKK-ს,  DHKPC-ს და სხვა ტერ ორგანიზაციების წევრებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ამოდენა ტერაქტებს ახორციელებენ, მათ შეფარვას ყველა ცდილობს. ზოგიერთი დასავლური ქვეყნის გარდა ამოდენა ტერორისტის მფარველი სხვა ქვეყნები თუ არსებობს? მართლა საინტერესოა...

მეორეს მხრივ, დასავლეთში არსებული თავისუფლების,  პლურალისტური წყობის და დემოკრატიის მომხრეების ხმა ყოველდღიურად იზღუდება და ამის სანაცვლოდ რასისტული, ფაშისტური და ნაცისტური პოლიტიკის გამტარებელი პარტიები ძლიერდებიან რა, ზოგიერთ ქვეყანაში ისინი სახელმწიფოს სათავეში მოსვლასაც ცდილობენ.  ახლა დასავლეთში სამეზობლოსთვის, რეგიონისთვის და თავიანთი ხალხისთვის უფრო მეტი საფრთხის შემქმნელი ლიდერები გამოდიან წინა პლანზე.

ველური დასავლეთი ან  ისტორიის დასასრული...

ერთი წუთით დაფიქრდით ვთქვათ, რომ  დასავლეთის ქვეყნების მმართველებმა   კაცობრიობის გამანადგურებელი  ქიმიური და ბირთვული იარაღის კონტროლი დაკარგეს. მაშინ ვერც კი წარმოიდგენთ იმ ადამიანების ბედს, რომლებსაც დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების და მრავალფეროვნების სჯერათ, მათი ბედი რა იქნება? ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა. აღნიშნული იარაღების სიძლიერის მიუხედავად,  პირველი და მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ზიანი ყველას კარგად გვახსოვს. დღევანდელი სიძლიერის იარაღების რადიკალი მმართველების ხელში გადასვლის შემთხვევაში მისმა შედეგებმა შეიძლება „წარღვნა“-ც კი  მოიტანოს. ზოგიერთმა ფუტურისტებმა იმის წერაც დაიწყეს, „ღმერთის ხელიდან წარღვნის უფლებამოსილების  წართმევა“ ან კიდევ „ღმერთს აიძულებენ წარღვნა მოახდინოს“.

ზომიერი დასავლეთის საჭიროება...

მაშინ როდესაც დასავლეთში არსებული საფრთხე ასე სწრაფად ვრცელდება, დღეისათვის „ზომიერი დასავლეთი“-ს ნაცვლად, „ზომიერი ისლამი“-ს შესახებ კამათობენ. სინამდვილეში კი ევროპასა და ამერიკაში განვითარებული რადიკალური ქმედებები ყველას აშფოთებს და ეს საკითხი მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს კი არა, არამედ, მთელს მსოფლიოსაც  საფრთხეს უქმნის   წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები