ფხენიანი და სეული შერიგებას ცდილობენ
სამხრეთ კორეის დელეგაციას კიმ იონგ უნმა ვახშამი გაუმართა
ჩრდილოეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინება, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტმა კიმ იონგ უნმა ვახშამი გაუმართა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მოონ ჯეი-ინის მხრიდან ფხენიანში მივლინებული დელეგაცია და შეხვედრამ მეტად გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა.
ამავე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ვახშამში მონაწილეობა მიიღეს იონგის მეუღლემ, მისმა დამ და ახლო მრჩეველმა რა, 4 საათიანი ვახშმის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ორი ქვეყნის "გაერთიანების" სურვილთან ერთად, ფხენიანსა და სეულს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაც ისურვა.
სამხრეთ კორეის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ მხარეებმა მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს.
ამავე ცნობით, სამხრეთ კორეის ლიდერი ამ კვირას ვაშინგტონს ეწვევა და ფხენიანში შემდგარი შეხვედრის დეტალებს გააცნობს თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დათბა, რაც ფხენიანმა სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ჩატარებულ ზამთრის ოლიმპიადაზე თავისი დელეგაცია მიავლინა
მსგავსი ინფორმაციები
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება