დღეს იტალიაში არჩევნებია

60 მილიონიან იტალიაში 51 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია

922246
დღეს იტალიაში არჩევნებია

 

დღეს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და მის ფარგლებში 60 მილიონიან ქვეყანაში 51 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველი 20 საარჩევნო რეგიონში წარმომადგენლობითი პალატის 630 ახალ წევრს და რესპუბლიკური სენატის 315  წევრს აირჩევს.

წარმომადგენლობითი პალატის წევრების არჩევისათვის ხმის უფლებას გამოიყენებენ ასევე 18 წლის ასაკს მიღწეული ახალგაზრდებიც, ხოლო სენატის წევრების არჩევაში 25 წლის ასაკს გადაცილებულები მიიღებენ მონაწილეობას.

საარჩევნო უბნები დღეს დილით 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 23:00 საათზე დაიხურება, ხოლო არაოფიციალური შედეგები ხვალ შუადღის შემდეგ გამოცხადდება.

წარმომადგენელთა პალატის 630 სავარძლისათვის 3901, ხოლო რესპუბლიკური სენატის წევრობისათვის კი 1958 კანდიდატი იბრძვის



მსგავსი ინფორმაციები