ტრამპმა მერკელთან და მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა

ტრამპმა მერკელთან და მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა

921968
ტრამპმა  მერკელთან და  მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა და ასადის რეჟიმთან ერთად რუსეთის და ირანის მხრიდან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ  სირიაში ერთ თვიანი „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ გამოცხადების  დაუყონებლივ აღსრულებაზე გაამახვილა ყურადღება. თეთრი სახლიდან ამ თემასთან  დაკავშირებით  წერილობითი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია: „სატელეფონო საუბრის დროს მხარებმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ  სირიაში ერთ თვიანი „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხზე შეთანხმდნენ. ლიდერებმა ასევე რუსეთს მოუწოდეს, რომ ასადის რეჟიმზე განახორციელოს ზეწოლა რათა, აღმოსავლეთ გუტაში სამოქალაქოებზე თავდასხმა შეწყვიტოს. ტრამპმა, მერკელმა და მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის მხრიდან, ბირთვული იარაღის განვითარების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შემაშფოთებლად შეაფასეს.



მსგავსი ინფორმაციები