მერკელი: „სერბეთმა რეფორმების გზაზე შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა“

მერკელი: „სერბეთმა რეფორმების გზაზე შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა“

919970
მერკელი: „სერბეთმა რეფორმების გზაზე შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა“

გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სერბეთმა რეფორმების გზაზე შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. მან ამის შესახებ ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში მყოფ სერბეთის პრეზიდენტ, ალექსანდრ ვუჩიჩთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ,   ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია სერბეთის ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს რა, ამის მიზეზი სერბეთის მიერ განხორციელებული რეფორმებია. კანცლერმა ისიც აღნიშნა, რომ სერბეთი, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო ამ სფეროში და განსაკუთრებით კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით გატარებული რეფორმები მათ, ევროკავშირში გაწევრიანებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.  ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ვუჩიჩიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მისივე თქმით ამ თვალსაზრისით ბელგრადსა და პრიშტინას შორის არსებული სიტუაცია ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლის შესახებაც მერკელთან პირისპირ შეხვედრის დროსაც ისაუბრეს. ვუჩიჩმა ბოლოს,  მერკელს დასავლეთ ბალკანური ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გაწეული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები