ფედერიკა მოგერინიმ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ფედერიკა მოგერინიმ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

918869
ფედერიკა მოგერინიმ  სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება  გააკეთა

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სირიაში მზარდი კონფლიქტების შესახებ შეშფოთებულია. მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ სირიის გარანტორმა ქვეყნებმა  თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა  დაძაბულობის აღსაკვეთად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. მან ამის შესახებ ბელგიის დედაქალაქ,  ბრიუსელში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომის  დასწრებამდე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. „ზოგადად მე და ევროკავშირის ქვეყნები ვშიშობთ, რომ სირიის ყველა კუთხეში  სხვადასხვა მოთამაშეების სამხედროები ოპერაციებს გაზრდიან. რა თქმა უნდა პირველ რიგში რეჟიმის და მისი მხარდამჭერი სამხედროებისგან. ქვეყანაში კონფლიქტების შესაჩერებლად, ასტანის პროცესის გარანტორი ქვეყნებიდან თურქეთს, რუსეთს და ირანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააჩნიათ,“ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.



მსგავსი ინფორმაციები