PYD/PKK-ს ყოფილი ლიდერი სალიჰ მუსლიმი პრაღაში დააკავეს

PYD/PKK-ს ყოფილი ლიდერი სალიჰ მუსლიმი პრაღაში დააკავეს

917744
PYD/PKK-ს ყოფილი ლიდერი სალიჰ მუსლიმი  პრაღაში დააკავეს

სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PYD/PKK-ს ყოფილი ლიდერი,  სალიჰ მუსლიმი ჩეხეთის დედაქალაქ,  პრაღაში დააკავეს.   პოლიციის სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ინტერპოლის განყოფილებას თურქულმა მხარემ მუსლიმის  დაკავების თხოვნით მიმართა რა, სწორედ ამის ფარგლებში მოხდა მისი დაკავება. მათივე განცხადების მიხედვით მუსლიმი სასამართლოს წინაშე წარსდგება და სასამართლოს მიერ,  მის მიმართ გამოტანილ განაჩენს,  თურქულ მხარეს დაუყონებლივ აცნობებენ. თურქეთის ელჩმა პრაღაში, აჰმედ ნეჯათი ბიგალიმ განაცხადა, რომ მუსლიმის თურქეთში ექსტრადაციასთან დაკავშირებით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს აცნობეს. მისივე თქმით ამჟამად მუსლიმი პრაღის პოლიციის სამმართველოში ჰყავთ და მისი ექსტრადაციისთვის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამის მოლაპარაკებებს გამართავენ.   ჩეხეთის პოლიციის სამმართველომ მუსლიმის თურქეთში ექსტრადაციისთვის შესაბამისი დოკუმენტებიც მოსთხოვა. მეორეს მხრივ, თურქეთის იუსტიციის სამინისტრო მუსლიმის თურქეთში ექსტრადაციისთვის ჩეხეთს საჭირო დოკუმენტებს გაუგზავნის. სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PYD/PKK-ს ყოფილი ლიდერის სალიჰ მუსლიმის მიმართ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორიზმში ბრალდებულთა წითელ სიაში განათავსა და მის მიმართ 4 მილიონი ლირა ჯილდო დააწესა.



მსგავსი ინფორმაციები