მაკრონი და მერკელი პუტინს დაელაპარაკებიან

ჟან-ივ ლე დრიანი მომავალი კვირის სამშაბათ დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვევა

917600
მაკრონი და მერკელი პუტინს დაელაპარაკებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი,  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ,  სირიასთან დაკავშირებით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების დაუყონებლივ ასამოქმედებლად რუსეთის პრეზიდენტ,  ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკებიან. საკითხთან დაკავშირებით ელისეის სასახლიდან სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც წერია:  „გაეროს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო რა, ასევე  მომდევნო საათებში და დღეებში მისი ამოქმედებაა საჭირო. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება და აღმოსავლეთ გუტას ჩათლის სხვა ქალაქებში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანისთვის ხელშეწყობაა საჭირო.  გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია დაუყონებლივ უნდა განხორციელდეს.“  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასტანის პროცესის გარანტორი ქვეყნებიდან რუსეთმა, თურქეთმა, ირანმა და სხვა ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტის რეალურად ასამოქმედებლად საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგან რა, ამის ფარგლებში ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი საკითხთან დაკავშირებით რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავენ. მეორეს მხრივ  ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,  ჟან-ივ ლე დრიანი მომავალი კვირის სამშაბათ დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები