გაერომ სირიაში ერთ თვიანი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

გაერომ სირიაში ერთ თვიანი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

917559
გაერომ სირიაში ერთ თვიანი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ერთ თვიანი „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“  გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო. შვედეთისა და გაეროს უშიშროების  საბჭოს თებერვლის თვის როტაციული თავმჯდომარე, ქუვეითის მიერ მომზადებული რეზოლუცია საბჭოზე კენჭისყრაზე გაიტანეს. ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით სირიაში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად და განსაკუთრებით აღმოსავლეთ გუტაში მძიმე ავადმყოფების და დაჭრილების გამოსაყვანად მინიმუმ ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღეს. გადაწყვეტილებაში სირიის მასშტაბით ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ დაუბრკოლებლად შეტანისა და მძიმე ავადმყოფების და დაჭრილების ევაკუაციისათვის ყველა მხარეს დაუყოვნებლივ მინიმუმ 30 დღით შეტაკების შეწყვეტა მოსთხოვეს. გადაწყვეტილებაში ასევე ნახსენებია, რომ რეჟიმის ძალებმა, რომლებსაც  აღმოსავლეთ გუტა, იარმუქ, ფუა და ქაფრაი აქვთ  ალყაშემორტყმული  მის მოხსნას ითხოვენ. რეზოლუციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდება ტერ ორგანიზაცია  DEAŞ-ზე, ალ-ქაიდაზე და სხვა დაჯგუფებებზე, რომლებიც  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არიან აღიარებული.  რეზოლუციის მიღების შემდეგ,  აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მთელს ქვეყანაში დაუყონებლივ უნდა ამოქმედდეს. მისივე თქმით რეჟიმის ძალებმა, რომლებიც აღმოსავლეთ გუტას გამუდმებით ბომბავენ, დაუყონებლივ უნდა შეწყვიტონ დაბომბვა და რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას ნება უნდა მისცენ. მეორეს მხრივ რეზოლუციის  მიღების შემდეგ, გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების დაუყონებლივ შესრულების მოწოდება გაკეთდა მაგრამ, მისი აღსრულება რეალურად არ მიაჩნიათ.



მსგავსი ინფორმაციები