ისრაელმა მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა ღაზაზე

დაიღუპა 2 ახლაგაზრდა პალესტინელი

912801
ისრაელმა მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა ღაზაზე

ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმებს პალესტინელების ოკუპირებულ მიწებზე.

დღეს დილით ისრაელის ბომბდამშენებმა ღაზზის სექტორის 7 სხვადასხვა წერტილი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.

თვითმხილველთა ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზაში ჯერ კასსამის ბრიგადის კუთვნილი ობიექტები დაბომბა, შემდეგ კი რეფაჰში 2 სათვალთვალო კოშკი. ამავე ცნობებით ბომბდამშენები ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ.

კასსამის ბრიგადის განცხადებით კი, მათ ისრაელის ბომბდამშენებს საზენიტო ცეცხლი გაუხსნეს.  

ისრაელი, დროდადრო, ღაზის სექტორიდან მათზე თავდასხმის ბრალდებით საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ღაზის სხვადასხვა უბნებზე



მსგავსი ინფორმაციები