საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააგზავნეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, პოლონეთში გააგზავნეს

909228
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააგზავნეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, პოლონეთში გააგზავნეს.

უკრაინის სახელწმიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერის, ოლეგ სლობოდიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააგზავნეს.

სლობოდიანის მიერ სოციალური სქელის მეშვეობით გაკეთებული განცხადების მიხედვით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა არალეგალური გზებით უკრაინაში შესულ სააკაშვილს შეატყობინა, რომ იმ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ქვეყანაში შევიდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს პიროვნება უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა. კანონის დარღვევით შემოსულ ქვეყანაში (პოლონეთში) კანონის შესაბამისად უკან გაიგზავნა.“ -აღნიშნავს სლობოდიანი.

მიხეილ სააკაშვილი დედაქალაქ კიევში მისი პარტიის ოფისთან ახლოს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.

ლვოვის რეგიონალურმა სასამართლომ, სააკაშვილის გასულ წელში პასპორტის წარდგენის გარეშე მომხრეების დახმარებით პოლონეთიდან უკრაინაში შესვლა არაკანონიერად სცნო.

სააკაშვილს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი უთხრა უკრაინის მიგრაციის სამსახურმა.



მსგავსი ინფორმაციები