საავადმყოფოში გადაიყვანეს ტრამპის რძალი

დონალდ ტრამპ-უმცროსის მეუღლე, ბარათის გახსნის შემდეგ, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო, გადაიყვანეს საავადმყოფოში

909366
საავადმყოფოში გადაიყვანეს ტრამპის რძალი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟიშვილის დონალდ ტრამპ-უმცროსის მეუღლე, ბარათის გახსნის შემდეგ, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო, გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაყვანილი ვანესა ტრამპთან ერთად, მეთვალყურეობაში იქნა აყვანილი ორი პიროვნება.

მაშინ, როცა არავითარი განცხადება არ გავრცელებულა ფხვნილის შემადგენლობის შესახებ, ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ დაიწყო გამოკითხვა.



მსგავსი ინფორმაციები