სააკაშვილმა ევროკავშირისგან დახმარება მოითხოვა
“თუ სწრაფად არ იმოქმედებთ, უკრაინა დაიშლება"
909850

უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებულმა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გაზეთ Bild-სათვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირისგან, განსაკუთრებით კი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან დახმარება ითხოვა.
"უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი ქვეყანა გაანადგურა და იმის გამო რომ მე მისი კორუფციონერობა გამოვამჟღავნე, ამიტომაც სურს ჩემგან თავის დაღწევა. თუ ევროკავშირი, განსაკუთრებით ანგელა მერკელი, სწრაფად არ იმოქმედებენ, მაშინ, უკრაინა დაიშლება", განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, პოროშენკოს მითითებით მოხდა მისი დეპორტაცია და კვლავ უკრაინაში დაბრუნება უნდა, რისთვისაც დიდ მიტინგებს გამართავს და კიევში ლეგალური გზებით დაბრუნდება.