აშშ-ი დახმარება პკკას

პენტაგონმა, სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG-სთვის, მიმდინარე წელში, ნახევარი მილიარდი დოლარის ბიუჯეტი გამოყო

909327
აშშ-ი დახმარება პკკას

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ (პენტაგონმა), სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG-სთვის, მიმდინარე წელში, ნახევარი მილიარდი დოლარის ბიუჯეტი გამოყო.

პენტაგონის სირიის საანგარიშო მოხსენებით, ეს არის აშშ-ის, ამ ორგანიზაციისთვის, შარშან გამოყოფილ ბიუჯეტთან შედარებით 70 მილიონი დოლარით მეტი.

ტერ-ორგანიზაციისთვის მისაცემი სატრანსპორტო საშუალებების, ნაღმტყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, ტყვიამფრქვევების მომცველი სრული სია შეადგენს 433 მილიონ დოლარს. თითო 17 ათასი დოლარის ტყვიამფრქვევიდან გათვალისწინებულია 3.500 ცალის, 3.500 დოლარის ღირებულების PKM-ს სახელწოდების იარაღისთვის, როგორც აღნიშნავენ, გამოიყო 20 მილიონი დოლარი.  

დანარჩენი, დაახლოებით 67 მილიონი დოლარის ბიუჯეტი კი შეიქმნა ტერორისტების ჯანმრთელობის და სატრანსპორტო ხარჯებისთვის.

ვაშინგტონი ტერ-ორგანიზაციებს მხოლოდ იარაღს არ აწვდის, ასევე ზრდის მათ რაოდენობას.

მოხსენების მიხედვით, 25 ათასი ტერორისტის რაოდენობას წლის ბოლომდე აიყვანს 30 ათასამდე.

მეორეს მხრივ, 2019 წლისთვის მომზადებული საბიუჯეტო ესკიზის მიხედვით, DEAŞ-თან ბრძოლის ფარგლებში, ტერ-ორგანიზაციაPYD/PKK-ს სასწავლო შემოწირულობისთვის გამოიყო 300 მილიონი დოლარი, ანტი DEAŞ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების მისიასთან დაკავშირებით კი, 250 მილიონი დოლარის ჩათვლით სულ 550 მილიონი დოლარი.   

საყურადღებოა თანხის გამოყოფა 30 ათას კაციანი აშშ-ის ლიდერობით კოალიციური ტერორისტული არმიისთვისაც, რომელიც ჯერ სასაზღვრო უსაფრთხოების ძალად იყო მოხსენიებული და მოგვიანებით კი,  შიდა უსაფრთხოების და სტაბილურობის ძალად იქნა დახასიათებული.



მსგავსი ინფორმაციები