ნორვეგიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა
არიან დაღუპულები
908608
ნორვეგიის ჩრდილოეთით მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, ლოფოტენის კუნძულების მახლობლად ზღვაში ჩავარდა. მათივე განცხადებით სამაშველო ეკიპაჟებმა მალევე მიაკვლიეს თვითმფრინავის ნამსხვრევებს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.