ტაივანის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ტაივანის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

905250
ტაივანის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ტაივანის კუნძულზე მომხდარი 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით ხუთი ადამიანი დაიღუპა, 247 დაშავდა. აშშ-ს გეოლოგიური ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 22 კმ-ის  რადიუსში, 10,6 კმ-ის მიწის სიღრმეში დაფიქსირდა. ტაივანის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო CNA-ს მიხედვით,  მიწისძვრის შემდეგ ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მომხდარის შედეგად 145 ადამიანი დაკარგულად გამოცხადდა. მიწისძვრის შედეგად ერთი სასტუმრო დაინგრა მრავალი კი დაზიანდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენიმ შესაბამის სამინისტროებს საგანგებო მდგომარეობაში მუშაობის განკარგულება გასცა. ტაივანში 1999 წელს მომხდარი 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები