გუტიერესმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო

გუტიერესმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო

905760
გუტიერესმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ სირიაში ყოველგვარი ქიმიური იარაღის გამოყენებას მკაცრად გმობს და გაეროს უშიშროების საბჭოს  ერთიანობისკენ მოუწოდებს, რათა დაადგინონ პასუხისმგებელი. გაეროს გენერალური სამდივნოს პრესსპიკერმა, ფარჰან ჰაქიმ ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ბოლო დროს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები შემაშფოთებელია. მისივე თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია რა,  გუტიერესმა სირიაში გამოყენებული ყოველგვარი ქიმიური იარაღის ფაქტები მკაცრად დაგმო. ჰაქიმ ასევე აღნიშნა, რომ გუტიერესმა გაეროს უშიშროების საბჭოს ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა ამ საკითხის პასუხისმგებლები გამოვლენილ იქნენ. აშშ-მ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში რეჟიმი დაადანაშაულა და ამის შესახებ გაეროსაც მიმართა რა, რუსეთმა რეჟიმის მიმართ ბრალდებები უარჰყო.



მსგავსი ინფორმაციები